logo
ENG



დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

18 სექ 202612:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/233tfjngyonyel6.png

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ფორმალური ხასიათი აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ადგილობრივი ძირითადი პოლიტიკური ძალები უჭერენ მხარს.

კამბოლოვმა ხმა ჯავის რაიონის №20 საარჩევნო უბანზე მისცა და განაცხადა, რომ „მთავარია, სამხრეთ ოსეთის ხალხმა გაიმარჯვოს“. არჩევნების წინ მან ასევე წამოაყენა როკის გვირაბის ალტერნატივის მშენებლობის ინიციატივა.

საარჩევნო პროცესისთვის სულ 70 უბანია გახსნილი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოთხი — ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო ერთი — მოსკოვში. სულ დაბეჭდილია 40 ათასი ბიულეტენი.


close დახურვა