logo
ENG



დსთ-ს გენმდივნის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის "ინტერესებშია"

27 ოქტ 202412:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/27/sig00mp732mxglg.jpg

დსთ-ს გენერალური მდივანი, სერგეი ლებედევი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქართველი ხალხი ხვდება "დამოუკიდებელი კურსის" შენარჩუნებისა და მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან "თანამშრომლობის" მნიშვნელობას.

"დასკვნა თავისთავად ლოგიკურია: ხალხი ხვდება მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის შეინარჩუნონ დამოუკიდებელი კურსი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს. და ის, რომ თანამშრომლობა მეზობლებთან სამხრეთ კავკასიაშიც, ჩრდილოელ მეზობლებთანაც, პირველ რიგში, რუსეთთან, პასუხს სცემს ქართველი ხალხის ინტერესებს - ეს ეჭვგარეშეა", - თქვა ლებედევმა ჟურნალისტებთან.

ლებედევმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების განცხადებები, რომ მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, დსთ-ს სხვა ქვეყნებთან და არ ემხრობიან სანქციებს, არ შეიძლება არ იყოს გასახარებელი.


close დახურვა