logo
ENG



დუდა: ვაგნერის ჯგუფის გადაყვანა და მისი ხელმძღვანელის ბელარუსში ყოფნა სერიოზული პრობლემაა

28 ივნ 202314:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/anim6x193rdd8o3.jpg

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერისა და მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

"ვაგნერის ჯგუფის გადაყვანა და მისი ხელმძღვანელის ბელარუსში ყოფნა მართლაც სერიოზული პრობლემაა და ძალზე შემაშფოთებელია. ჩვენ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ეს მოითხოვს NATO-ს ძალიან მკაცრ პასუხს", - ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა