logo
ENG



დღეიდან საქართველოში ვითიბი ბანკის მეანაბრეებსა და მსესხებლებს ბაზის ბანკი მოემსახურება

27 თებ 202217:09
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან საქართველოში ვითიბი ბანკის მეანაბრეებსა და მსესხებლებს ბაზის ბანკი მოემსახურება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვითიბიმ საცალო, სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზის ბანკზე გაასხვივა.

"ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთვე ვითიბი ბანკის ფილიალებში", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

ვითიბისა და სხვა რუსულ ბანკებს აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ სანქციები დაუწესა.


close დახურვა