„ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰოსპიტალში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული.
„ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს და მინდა აქაც გაგცეთ ყველას პასუხი:
“ევექსი ჰოსპიტლების არცერთ თანამშრომელს კორონა ვირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენ სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4 სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება !!!“, - წერს ნიორაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აღმოჩენილი 9 კორონავირუსის შემთხვევიდან 1 „ევექსის“ ჰოსპიტლის თანამშრომელია.