logo
ENG



ევროკავშირი ბელარუსი ჩინოვნიკებისთვის გაადვილებული სავიზო რეჟიმის მოქმედებას აჩერებს

09 ნოე 202118:15
3 წუთის საკითხავი
 
ევროკავშირი ბელარუსი ჩინოვნიკებისთვის გაადვილებული სავიზო რეჟიმის მოქმედებას აჩერებს

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბელარუსი ჩინოვნიკებისთვის გაადვილებული სავიზო რეჟიმის მოქმედებას აჩერებს. როგორც საბჭოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ესაა პასუხი მინსკის "ჰიბრიდულ თავდასხმაზე". გადაწყვეტილება ძალაში ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბელარუსის მიერ მიგრანტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას. პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლეებით თამაში მიუღებელია", - განაცხადა ალეშ ჰოისმა, საბჭოს თავმჯდომარემ საშინაო საქმეებში.

სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ევროკავშირსა და ბელარუსს შორის რეადმისიის შეთანხმებასთან ერთად ძალაში 2020 წლის ივლის შევიდა. რეადმისიის შეთანხმების თანახმად, ბელარუსი ვალდებული ხდებოდა უკან მიეღო საკუთარი ან მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ვიზა იქ მიიღეს და ევროკავშირის მხრიდან დეპორტაციას დაექვემდებარნენ. მსგავს ვალდებულებებს იღებდნენ ევროკავშირის ქვეყნები.

2021 წლის ივნისში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვებისა და ლიეტუვის საზღვარზე მიგრანტების საკითხის გამო ევროკავშირმა მინსკის წინააღმდეგ სექტორული სანქციები გაატარა. ამის ფონზე ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეადმისიის შეთანხმების შეჩერება დაიწყო, ხოლო სექტემბერში პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მისი გაწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.

ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი აცხადებენ, რომ ბელარუსი მიზანმიმართულად არ აკავებს მიგრანტებს და მათი საზღვრებისკენ უშვებს. ბრალდებებს უარყოფს მინსკი და აცხადებს, რომ სანქციების გამო რესურსები აღარ ჰყოფნით.


close დახურვა