logo
ENG



ევროკავშირი უკრაინას კიდევ €500 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

14 აპრ 202204:34
3 წუთის საკითხავი
 
ევროკავშირი უკრაინას კიდევ €500 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას უკრაინის სამხედრო აღჭურვილობის შეძენისთვის. 

ეს ფული ჯარის დამცავი აღჭურვილობის, სამხედრო აღჭურვილობის, საწვავის და პირველადი დახმარების კომპლექტების შეძენას მოხმარდება. 

საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა: 

"შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. ვინაიდან რუსეთი ემზადება აღმოსავლეთ უკრაინაზე შეტევისთვის, გადამწყვეტია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სამხედრო მხარდაჭერის გაწევა, რათა უკრაინამ შეძლოს თავისი ტერიტორიების და მოსახლეობის დაცვა და თავიდან აირიდოს მათი შემდგომი ტანჯვა".

500 მილიონი ევროს გამოყოფის შემდეგ, მთლიანობაში, ევროკავშირი უკრაინას 1.5 მილიარდი ევროთი დაეხმარა. 

პრესრელიზში ნათქვამია, რომ "ფინანსური დახმარება ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით დამტკიცდა, როგორც არასაბიუჯეტო ინსტრუმენტი, რომელიც აფართოებს ევროკავშირის შესაძლებლობას, იმოქმედოს, როგორც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველმყოფმა"

"ევროკომისია ითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე". - აღნიშნულია პრესრელიზში. 


close დახურვა