ევროკავშირი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიამ დღეს განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ პაკეტი მოიცავს 45 მილიონ ევროს უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისთვის, 5 მილიონს კი მეზობელი მოლდოვისთვის.
განცხადების მიხედვით, ფინანსები გამოიყენება ყველაზე სასწრაფო ჰუმანიტარული საჭიროებების, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდების, უსაფრთხო სასმელი წყალსა და ჰიგიენაზე, თავშესაფარზე წვდომისთვის, ასევე ფულადი დახმარებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.
„მილიონობით ადამიანით, ვინც გზაშია ან გამოკეტილია აქტიური ომის ზონებში, უკრაინაში საჭიროებები უკვე მასიურია. ახლა საჭიროა, მზად ვიყოთ უკრაინაში რუსეთის დაუნდობელი თავდასხმების ზრდისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთში.
[ფინანსები] ძნელად მისაწვდომ ტერიტორიებზე მყოფ იმ ხალხს დაეხმარება, ვისაც ჯანდაცვაზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, ასევე მათ, ვისაც მოუწია საცხოვრებლის და ყველაფრის დატოვება.
უკრაინა ჩვენ შენთან ვართ!“ - განაცხადა კრიზისების მენეჯმენტში ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ევროკავშირმა უკრაინაში 143 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ეს დაფინანსება ნაწილია 1 მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტისა, რომელიც ევროკომისიამ თვის დასაწყისში მიიღო.