logo
ENG



ევროკავშირმა რუსეთის მხარდაჭერისთვის ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

03 ივნ 202219:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/03/tttqyr6r8o8adkh.png

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. საუბარია 12 ფიზიკურ და 8 იურიდიულ პირზე, რომლებიც ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევებთან და შიდა რეპრესიებთან არიან დაკავშირებული. 

სანქციების სიაში შეიყვანეს ყველა ის ადამიანი, რომელიც არყევს ქვეყნის დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული და ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს უჭერს.

ესენი არიან მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და წამყვანი პროპაგანდისტები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

სანქციები ასევე შეეხო შემდეგ კომპანიებს: ბელარუსკალი, რომელიც ბელარუსში კალიუმის მთავარი მწარმოებელია, მისი შვილობილი კომპანია ბელარუსის კალიუმის კომპანია, რომელიც კალიუმის ექსპორტის არის დაკავებული, სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებელი ბელტელერადიო, ქვეყანაში თამბაქოს ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია და ასევე თამბაქოს კერძო მწარმოებელი კომპანია ინტერ ტაბაკო. სანქციები დაუწესეს კომუნალური ავტოტექნიკის კომპანია ბელკომმუნმაშს და ქვეყანაში ყველაზე დიდი ლოგისტიკურ ოპერატორს ბელმიტსერვისს.

ევროკავშირმა ახალი სანქციები ასევე რუსეთს დაუწესა, რომელიც მოიცავს როგორც კომპანიებს ისე კერძო პირებს


close დახურვა