logo
ENG



ევროპარლამენტი უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

15 სექ 202218:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/jn7nk3u4u4gwttn.png

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით 5 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

დახმარების გამოყოფას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26 კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

შესაბამისი ინიციატივით ევროკომისია 7 სექტემბერს გამოვიდა. პირველად ევროკომისია მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით 18 მაისს გამოვიდა და თანხა 9 მილიარდის გამოყოფას გულისხმობდა. პირველი ტრანში 1 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინამ აგვისტოს დასაწყისში მიიღო. მოგვიანებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ დარჩენილ 8 მილიარდ ევროზე, რის გამოც დახმარების გამოყოფა გაჭიანურდა. 

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. 


close დახურვა