ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და მეწყრის შედეგად დარუპულთა ოჯახებ უსამძიმრებს.
"ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში.
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-17 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20-მდე ადამიანთან.