მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. საგანგებო ზომები მოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში.
იტალიაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაავადებას ყველაზე მეტი - 475 ადამიანი ემსხვერპლა.
პირველი გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას რუსეთი. კარანტინის გამოცხადების შესახებ დაიწყეს მსჯელობა დიდ ბრიტანეთში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ უკვე დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა.