კოვიდ 19-ით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება ევროპის ქვეყნებში. მდგომარეობა კვლავ მძიმეა იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. პარიზის საავადმყოფოებში ინფიცირებულთა სამკურნალოდ მედიკოსები რეგიონებიდან გადაჰყავთ.
დაავადებულთა რაოდენობა იზრდება შეერთებულ შტატებშიც. პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებაც გამოიწვია. მომსახურე პერსონალის შემცირება დაიწყეს ბრიტანულმა კომპანიებმაც.