logo
ENG



ეზუგბაია: მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა

15 აპრ 202019:50
3 წუთის საკითხავი
 
9m07q520y98zyf6.png

„მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა,“ - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინა ეზუგბაია აკეთებს.

მისი განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან რთული მდგომარეობა მხოლოდ ორს უფიქსირდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი მოზარდების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„306 დადასტურებული შემთხვევაა. ახალი შემატებული პაციენტების რაოდენობა დღეს არ გვაქვს. დღეს 12 პაციენტზე ჩავატარეთ ტესტირება, ამ 12 პაციენტიდან პირველადი ტესტის პასუხები ყველა უარყოფით იყო, განმეორებითი გამოკვლევებით 2 პაციენტთან უკვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ანუ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. რამოდენიმე პაციენტთან 24 საათიანი ინტერვალით გავიმეორებთ მათ PCR კვლევას და მათი გამოჯანმრთელების საკითხიც ხვალ გადაწყდება.

ჩვენ გვყავდა 46 გამოჯანმრთელებული და ეხლა 2 პაციენტი დაემატა. ქვეყნის მასშტაბით 69 გამოჯანმრთელებული იყო და ეხლა 71 ადამიანია. 

კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი იყო პრობლემური და მძიმე შემთხვევა. საბედნიეროდ დაავადება არ პროგრესირებს. სტაბილიზაცია უკვე დადგა, მაგრამ ჯერჯერობით, პროგნოზირება შეუძლებელია.

დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია, რამოდენიმე დღეა მათთანაც დაავადების პროგრესირება არ არის და იმედი გვაქვს, რომ სტაბილიზაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უკვე გამოჯანმრთელებაზე ვისაუბრებთ.  

ამ ეტაპზე მოზარდების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, არც მათთან არ შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება. 

დღეს დღის მეორე ნახევარში 12 პაციენტზე ველოდებით პასუხებს“, - განაცხდა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა