logo
ENG



ეზუგბაია:წყარო ცნობილი იქნება თუ არა, ეს მოქალაქეებისგან განსხვავებულ ტაქტიკას არ მოითხოვს

15 ივნ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
k4flra61fo6qhdg.jpg

„ინფიცირების წყარო ცნობილი იქნება თუ არა, არანაირ განსხვავებულ ტაქტიკას არ მოითხოვს ეს ქვეყნისგან და თითოეული მოქალაქისგან“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედევად იმისა, მოხდება თუ არა ინფიცირების ყველა წყაროს დადგენა, მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციებს მკაცრად დაცვის შემთხვევაში, პროცესი კონტროლის ქვეშ იქნება.

„წყარო დადგენილი იქნება თუ დაუდგენელი წყაროდან იქნება ინფიცირებული ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად არ ვიქცევით სწორად, ანუ არ ვაკეთებთ სოციალურ დისტანცირებას და არ ვიყენებთ პირადი დაცვის საშუალებებს. სოციალური დისტანცირება ნიშნავს არასავალდებულო შეკრებებისგან თავის შეკავებას. ჩვენი მოქმედება განპირობებული უნდა იყოს როგორც ყველა უცნობი წყაროს პირთან ურთიერთობა. ეს ნიშნავს, რომ ვიყოთ სოციალურ დისტანცირებაში და უნდა გვქონდეს პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების უნარ-ჩვევები. თუ გაირკვევა, რომ წყარო ცნობილია, ძალიან კარგი იქნება მაგრამ ეს არ ცვლის ქმედებებს, ჩვენს თავდაცვის საშუალებებს და სოციალურ დისტანცირებას. ჩვენ გავაგრძელოთ სწორად ცხოვრება, ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ თავიანთ არაჩვეულებრივ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, მოხდება ყველა წყაროს მოძიება. შეიძლება რამოდენიმე ვერ იქნას მოძიებული, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შემთხვევები, გრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 879 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 704 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პირი გარდაიცვალა. 


close დახურვა