ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ინფექციურში 38 პაციენტი ყავთ, ხოლო გაწერეს 29 პაციენტი.
კლინიკაში მყოფ 28 პაციენტიდან ყველას პნევმონია აქვს, მათ შორის 1 კრიტიკულია.
ეზუგბაიას თქმით, გუშინ კლინიკაში შესული ინფცირებულებიდან 2 მძიმე პნევმონიითაა.
„გუშინ დილას გვქონდა 170 შემთხვევა და დილას გვაქვს უკვე 188 დადასტურებული შემთხვევა ანუ 18 ახალი შემთხვევა, აქედან 5 ჩვენთანაა მოთავსებული. ხუთივეს კონტაქტები დადგენილია. დღე-ღამის განმავლობაში ჩვენთან 28 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და ეს ხუთი იყო დადებითი. 3 პაციცენტთან განმეორებით მოითხოვს ტესტირებას.
ამ ეტაპზე გვიწევს 38 პაციენტი გყვავს. გაწერილი გყვავს 29 პაციენტი. გყვავდა 4 მძიმე პაციენტია და ვიტყვით, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ დაგვემატა ორი მძიმე პნევმონია. დანარჩენი ამ პაციენტებში 22 საშუალო სიმძიმის პნემონიაა. თუმცა, შესაძლოა, ნებისმიერი პნევმონიის გართულება მოხდეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.