"ახლა გვყავს 115 დაინფიცირებული. 5 ახალი შემთხვევიდან 2 იმყოფება ჩვენს კლინიკაში, დანარჩენი კი გადანაწილებული კოვიდის სხვა მიმღებ ცენტრში",-ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ორი ახალი ახალი შემთხვევიდან ერთი შიდა გადაცემიდანაა.
"მოგეხსენებათ, ვერ ხერხედება ორი წყაროს დადგენა, საიდანაც ერთ-ერთს განეკუთვნება ახალი შემთხვევა",-განაცხადა ეზუგაბიამ.
მისივე თქმით, გაზრდილია კოვიდის მიმღები ცენტრების რაოდენობაც და ჯამში ახლა მათი ციფრი შეადგენს 9-ს.
