logo
ENG



ეზუგბაია: ვირუსის გამოვლენა ტესტირების გაზრდილი რაოდენობის გამოც გაძლიერდა

16 სექ 202011:06
3 წუთის საკითხავი
 
zw8imfff3bvvaeu.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა ტესტირებების ზრდამაც გამოიწვია.

"გამოვლენა გაძლიერებულია, როგორც ამ თვალსაზრისით, ისე დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. არავინ ამბობს, რომ მხოლოდ ამის ხარჯზეა. გაჩნდა ახალ-ახალი წერტილები, აჭარაა ძირითადი ნაწილი, დანარჩენებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ, მატება არაა", - განმარტავს ეზუგბაია. 

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, ივნისში დღეში 807 ტესტი კეთდებოდა, ივლისში 1 415, აგვისტოში 1 527 და სექტემბერში 1507-ზე მეტი.

საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 31-ით გაიზარდა.

 


close დახურვა