logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

01 სექ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევიდან 14 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

რაც შეეხება დანარჩენ 9 შემთხვევას, მისი განმარტებით, 8 შემოტანილია, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

ეზუგბაიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით 230 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკული, 21-ის კი მძიმეა. 

 


close დახურვა