თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს ჯამში, მაქსიმუმ, 72 პაციენტის მიღების საშუალება აქვს.
„33 ბოქსირებული პალატა გვაქვს. ამ 33 პალატაში შეგვიძლია განვათავსოთ, მინიმუმ, 66 მაქსიმუმ 72 პაციენტი. ასე რომ, 72 პაციენტის მიღების საშუალება გვაქვს. როცა კლასტერებად არის პაციენტების ინფიცირება, მათი ერთად განთავსება შეიძლება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 385 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი გარდაცვლილია - 3.