ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარის კლასტერს ეკუთვნის, 15 ქუთაისი 32-ე სკოლას, 15 ენგურჰესის შემთხვევებს უკავშირდება, 17 დაავადებულთან კონტაქტია, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 11-ზე კი წყაროსა და კონტაქტების მოკვლევის მიზნით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ეზუგნაიას თქმით, კოვიდ ცენტრებსა და სასტუმროებში ჯამში 831 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს და მეთვალყურეობს.
დღეს, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში ვირუსის 2227 შემთხვევაა, მათგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 - კი გარდაიცვალა.