logo
ENG



ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია

28 აპრ 202010:44
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში დაფიქსირებული 15 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია, ხოლო დანარჩენების წყაროები უკვე ცნობილია.

ასევე, ეზუგაბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა როგორც ეზუგბაია განმარტავს, დინამიკა გაუმჯობესებულია.

„გუშინ ჩვენ გვქონდა 496 დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის დაგვემატა 15 ახალი შემთხვება, 511 დადასტურებული შემთხვევა გვყავს ამჟამად. ამ 15  დადასტურებული შემთხვევიდან ძირითადად არის ყველა ცნობილი წყაროები, ბოლნისი, მარნეული, თეთრი წყარო. ორი პაციენტი არის რომელთა წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა 7-ით, იყო 149 ახლა არის 156. თუ ამ მონაცემებს შევედარებთ ამ ეტაპზე კოვიდის მიმღებ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს დღეს დილის მდგომარეობით. ამ 15 შემთხვევიდან ჩვენთან არ შემოუყვანიათ არცერთი პაციენტი. ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი. ამ 43 პაციენტიდან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია დანარჩენი პაციენტები განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი. გვყავს 11 მოზარდი მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე მათთან ჯერ ადრეა გამოჯანმრთელების ტესტირების ჩატარება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 511 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი, გარდაცვლილია - 6. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 


close დახურვა