logo
ENG



ეზუგბაია: 1 კრიტიკული პაციენტია, მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება

08 მაი 202010:39
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში კოვიდ 19-ით დაავადებულთა მიმღებ ცენტრებში 323 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 6 მოზარდია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ დილას 615 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა. გვაქვს 623 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 288 პაციენტი. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეს საქართველოში მკურნალობს 323 ინფიცირებული. 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყაროს ცნობილია. 4 კარანტინის სივრციდანაა. დანარჩენი კონტაქტებია.

"44 პაციენტი გვყავს არ დაგვმატებია ჩვენ. აქედან, 1 კრიტიკული პაციცენტია. გუშინ პირველი დღე იყო, როდესაც დაავადების პროგრესირება არ შეინიშნებოდა. თუმცა, მაინც კრიტიკული პაციენტია და შედეგებზე რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ, მასთან სტაბილიზება ვერ ხერხდება. ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტია, რომლის მდგომარეობა უმჯობესდება.

"ახლა გყვავს 6 მოზარდი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ ცენტრში 82 გამოჯანმრთელებული პაციენტი გყვავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ამ დროისთვის ქვეყანაში 623 ინფიცირების ფაქტი ფიქსირდება. აქედან, გამოჯანმრთელებულია 288 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 446 პირი, ხოლო 4723 მოქალაქე კარანტინის რეჟიმშია. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა