logo
ENG



ეზუგბაია: 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბანში გამოვლინდა, 2-ის წყარო უცნობია

22 ივლ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევებიდან 2-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.

"24 ახალი შემთხვევიდან 7 არის შემოტანილი შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან, 5 შემთხვევა არის დაავადებულებთან კონტაქტები, 10 შემთხვევა გახლავთ გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი შემთხვევები და 2-ის წყარო არ არის ცნობილი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

close დახურვა