logo
ENG



ეზუგბაია: 2 პრობლემური პაციენტია, 14 მძიმე პნევმონიითა

21 აპრ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი დაინფიცირდა.

ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 7 მოზარდია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„18 აპრილს 383 შემთხვევა იყო დადასტურებული. სამი დღის განმავლობაში მოემატა 25 შემთხვევა და ახლა არის 408 დადასტურებული შემთხვევა. ასევე, 85 იყო გამოჯანმრთელებული და დღეს არის 95. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობს 313 პაციენტი. ჩვენთან ახალი შემთხვევა არაა. ჩვენთან 44 პაციენტია იმყოფება. 2 პრობლემური პაციენტია. აქედან, 14 მძიმე პნევმონიითა, ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ გამოჯანმრთელების ტესტი ჩავუტაროთ. 9 თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ამ მომენტისთვის ქვეყანაში 408 ინფიცირებულია. აქედან, 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 მათგანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 561 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.



close დახურვა