logo
ENG



ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 ბოლნისიდან

29 მაი 202010:31
3 წუთის საკითხავი
 
fs3eqs6q67zz89k.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს კოვიდ მიმღებ ცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 3 მძიმე პაციენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მდგომარეობა უმჯობესდება.

„დღეს 8 ახალი შემთხვევა დაგვემატა და 738-დან გახდა 746. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამია - 573 იყო და 576-ია. ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. 8 დადასტურებული შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, ორი ბოლნისიდან. მათი მდგომარეობა, რუტინული კვლევებით, საშუალო სიმძმისაა.

"ჩვენთან გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და ერთი საეჭვო. დღეს მას კვლევა პისიარ ტესტით ჩაუტარდა. ჩვენთან უკვე 40 კორონავირუსით ინფიცირებული წევს. 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც ყოველდღე ვახსენებდით, მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. შეიძლება, საშუალოზე მძიმედ ვილაპარაკოთ მათ მდგომარეობასთან მიმართებაში. დანარჩენი პაციენტები საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 746-მდე გაიზარდარაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 576-ს შეადგენს. ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.  


close დახურვა