თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, დანარჩენი 7 შემთხვევიდან 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 კი შემოტანილია.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1 კრიტიკული, 2 კი მძიმეა. ეზუგბაიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით 245 კოვიდინფიცირული მკურნალობს, რომელთა შორის 5 კრიტიკული, 23 კი მძიმეა.