logo
ENG



ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძე კლანის დამხმარე ბიჭუნაა პარლამენტში

24 ივნ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა, რომელმაც მას „ნაციონალური მოძრაობის ქომაგი“ უწოდა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე ე.წ. კლანთან ერთად წარსულის ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამკანონებელია.

„კობახიძეს მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როდესაც კლანს ვახსენებ ხოლმე სასამართლოში. ეს მისთვის მტკივნეულია თემაა, რადგან ის არის ღია ლობისტი კლანის ერთი დამხმარე ბიჭუნა პარლამენტში. ღია მხარდამჭერი ამ წარსულის ძალადობის სისტემის გადმონაშთის და მათი ყველაზე მეტი ძალის მიმცემი და დამკანონებელი ამ უსამართლობების რასაც სჩადიან, არის სწორედ კობახიძე და ეს ჯგუფი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტში დღეს სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით, რეზოლუციას უყრიან კენჭს. რეზოლუციის ავტორი იურისტების დამოუკიდებელი ჯგუფია, საკანონმდებლო ორგანოში კი, მისი ინიცირება დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და ნატო ჩხეიძემ მოახდინეს.


close დახურვა