logo
ENG



ელენე ხოშტარია: კალაძის განცხადება იყო ცინიზმი და მეტი არაფერი

25 ნოე 201917:39
3 წუთის საკითხავი
 
6ey6x6xe603682n.jpg

 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, კახა კალაძის მიერ გაჟღერებული განცხადება, რომელიც „ქართული ოცნების“ პოზიციას გამოხატავდა, იყო ცინიზმი და მეტი არაფერი.

როგორც მან აღნიშნა, ამ ქვეყანას მართავს ხალხის ნება, რომელიც გააგრძელებს პროტესტს, მათ შორის პიკეტს.

„დღეს ჩვენ არც მმართველ გუნდს ვუყურებდით და არც გადაწყვეტილება უთქვამთ რამე. ეს არის პატარა დაჯგუფება, განცხადება კი იყო ცინიკური იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები შესაძლოა, 2024 წელსაც არ იყოს. ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად მოწყვეტილები არიან რეალობას. ამ ქვეყანას მართავს ხალხის ნება, რომელიც გააგრძელებს პროტესტს, მათ შორის პიკეტს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.  

 


close დახურვა