logo
ENG



ელენე ხოშტარია ხვალ პრეზიდენტს შეხვდება

21 დეკ 202115:50
3 წუთის საკითხავი
 
ელენე ხოშტარია ხვალ პრეზიდენტს შეხვდება
ფორმულა/ვახო ქარელი

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ხვალ, 22 დეკემბერს, 12:00 საათზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან ხვალ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ და დიდი ინტერესით და შედეგზე ორიენტირებულად მივდივარ ხვალ 12 საათზე", - დაწერა ხოშტარიამ Facebook-ზე.

სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ ინდივიდუალურად ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ანა დოლიძე. როგორც ცნობილია, დღესვე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს შეხვდებიან გირჩისა და ლელოს წარმომადგენლები. 

გუშინ, 20 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პოლიტიკოს დავით ბაქრაძეს, მანამდე, კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.  მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.


close დახურვა