logo
ENG



ელისაშვილი: ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, დანარჩენების გვაინტერესებს, თუ აქვთ გამბედაობა

14 იან 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/14/a9hja90z2i97lkk.jpg

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გიგა ბოკერიას გარდა, პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ის კონსულტაციას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გამართავს. როგორც ელისაშვილმა თქვა, მას გიგა ბოკერიას აზრი არ აინტერესებს:

"ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს. უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მით უმეტეს ეგეთ ამრევებთან, აზრი არ აქვს, დანარჩენების აზრი გვაინტერესებს. გვაინტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“,-თქვა ელისაშვილმა.

ამ წუთებში გირჩის წევრ იაგო ხვიჩიასა და მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს შორის შეხვედრა იმართება. სხვა ოპოზიციურ პარტიებისგან მსგავს კონსულატიციებზე თანხმობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

შეხვედრააზე შესვლამდე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თუ ქართული ოცნება მათ რამდენიმე პირობას დათანხმდება, მზად არის, პარლამენტში შევიდეს. მის პირობებს შორის არ არის რიგგარეშე არჩევნები.

შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიამაც. მან თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება.

პარტია მოქალაქეები და გირჩი ის პარტიებია, რომლებსაც ამ დრომდე არ უთქვამთ საპარლამენტო მანდატებზე უარი.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.  ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმას თანხმდება.

2020 წლის 11 დეკემბერს X მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 1 პარტიით შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდა 4 დეპუტატი, რომლებიც საკნანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდნენ, შემდეგ კი სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები ჩამოაყალიბეს. 

რაც შეეხება გირჩის ერთ განაყოფსა და მოქალაქეებს - როგორც ამბობენ, მათთვის რიგგარეშე არჩევნები საკვანძო საკითხი არ არის და პარლამენტში სხვა მოთხოვნებზე პირობის მიღების შემთხვევაშიც შევლენ. 


close დახურვა