პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს მოკლედ განუცხადა, რომ შეხვედრაზე განხილვის საგანი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იქნება. მან შეხვედრის დაწყებამდე დეტალებზე არ ისაუბრა.
"საერთო შეთანხმება იყო [ელჩთან შეხვედრა], პოლიტიკურ კრიზისზე იქნება საუბარი", - თქვა ალეკო ელისშვილმა.
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მივიდნენ. იქ არის პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილიც.
აშშ-ს ელჩის საცხოვრებელ სახლშია ევროკავშირის ელჩიც.
რეზიდენციაში შესვლამდე ლიდერების უმრავლესობას კომენტარი არ გაუკეთებია.