აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, უკვე 22 მოსამართლე ემიჯნება. ინფორმაციას, სოციალურ ქსელში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი, გვანცა წულუკიძე ავრცელებს.
4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე დიპლომატების კრიტიკას "შეურაცხმყოფელი" უწოდა. იმავე დღიდან სხვადასხვა ინსტანციის არაერთი მოსამართლე გამოეხმაურა კომიტეტის განცხადებას და საკუთარი, მათგან განსხვავებული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.
მოსამართლეები, რომლებიც უკვე გაემიჯნნენ განცხადებას:
უზენაესი სასამართლო:
1. ნინო ბაქაქური;
2. ეკატერინე გასიტაშვილი;
სააპელაციო სასამართლო:
3. ქეთევან მესხიშვილი - თბილისის აპელაცია
4. შოთა გეწაძე - თბილისის აპელაცია;
5. გელა ბადრიაშვილი - თბილისის აპელაცია;
6. თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი - თბილისის აპელაცია;
რაიონული/საქალაქო სასამართლოები:
7. ეკა არეშიძე - თბილისის საქალაქო
8. ზაზა მარტიაშვილი - თბილისის საქალაქო;
9. თამარ ხაჟომია - თბილისის საქალაქო;
10. გიორგი ებანოიძე - თბილისის საქალაქო;
11. ხათუნა ჯინორია - თბილისის საქალაქო;
12. მადონა მაისურაძე - რუსთავის საქალაქო;
13. ციცინო კიკვაძე - ქუთაისის საქალაქო;
14. ლევან დარბაიძე - გორის რაიონული;
15. ნინო გერგაული - გორის რაიონული;
16. ბადრი ნიპარიშვილი - თეთრიწყაროს რაოინული;
17. მამუკა წიკლაური - თელავის რაიონული.
18. მანანა მესხიშვილი - თბილისის საქალაქო;
19. თამარ ჩიხლაძე - თბილისის საქალაქო;
20. ლილი მსხილაძე - თბილისის საქალაქო;
21. შორენა გუნცაძე - თბილისის საქალაქო;
22. დავით წერეთელი - თბილისის საქალაქო;
4 ნოემბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და საელჩოებს "ვენის კონვენციის პატივისცემისკენ" მიუთითებს.