logo
ENG



ემიგრანტები აირზენას ბილეთების თაღლითურ გაყიდვაში ადანაშაულებენ

08 აპრ 202010:55
3 წუთის საკითხავი
clock 1164

ყიდის თუ არა ავიაკომპანია აირზენა საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს წინასწარ - ემიგრანტები თაღლითურ სქემაზე საუბრობენ.

მათი თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით გადამყიდველები სპეცრეისების ბილეთებს წინასწარ ყიდიან. ლიზი ტყემალაძე, ერთ-ერთი ემიგრანტი, ფიქრობს, რომ ეს პირები ავიაკომპანიასთან თანამშრომლობენ. მისი მტკიცებით, არსებობს ბილეთების შავი ბაზარი, სადაც გადამყიდველები ბილეთებს გაორმაგებული ფასებით ყიდიან. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები აირზენას სხვა ავიაკომპანიით ჩანაცვლებას ითხოვენ.

„ასეთი რამე მითხრა ზუსტად - ახლა მე გადაგამისამართებ ისეთ ადამიანთან, რომელიც არ არის გამაყიდველი, მაგრამ მოგცემს 350 ევროშიო, თორემ სხვები 600 ერვოებში ყიდიანო. ბოლო რეისზე ვიყავი ჩასაფრებული, მთელ ბორტს მიჩვენებდა თავისუფალს - როცა ბილეთს გაყიდვინებს, ის ადგილები მერე გადახაზული უნდა იყოს. ამაზე მივხვდი, რომ რაღაც სჭირდა საიტს. აირზენა რარაცა საშუალებით ან ტურაგენტებს აწვდის, ან აძლევს საშუალებას, რომ აყიდინოს, ან თავისივე დასაქმებულებს აძლევს საშუალებას, რომ მათივე საიტიდან შეიძინონ", - ამბობს ლიზი ტყემალაძე.

„ფორმულა" ერთ-ერთ გადამყიდველსაც ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების მსურველებს უბრალოდ ეხმარება.

„მე ახლობლისგან შევიძინე ბილეთი, მე კი არ გამოვიწერე. ვიყიდე ორი ბილეთი - მაგრამ ახლა არა. როგორ აგიხსნათ, ჩემი ახლობელი გვეხმარება, აქვს წვდომა - ასეთ სიტუაციაში ფულს კი არ აკეთებს", - ამბობს ე.წ. გადამყიდველი.

„ფორმულა“ აირზენას პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთეს. 


close დახურვა