logo
ENG



ენგურჰესის 4 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

10 სექ 202015:20
3 წუთის საკითხავი
 
fi0bfc9swchhezs.jpg

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ფორმულას ჰესის პრესსამსახურმა განუცხადა. 

როგორც ისინი აცხადებენ, ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

"ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 10 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია. უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ ენგურჰესის სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. ამ ფაქტის მიუხედავად, ენგურჰესის, როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს", - ამბობენ ენგურჰესში. 

 

 

 

 


close დახურვა