ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს და საველე ჰოსპიტლები უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
"როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული", - ამბობს ენდელაძე.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე, 11 აგვისტოს განაცხადა, რომ უწყება უკვე ზრუნავს გარკვეული სივრცეების მოძიებაზე, სადაც ე.წ საველე ჰოსპიტლები გაიხსნება.
ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ წინა ტალღების დროს სწორედ ის იღებდა მტკიცე გადაწყვეტილებას, არ გახსნილიყო საველე ჰოსპიტლები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის.