logo
ENG



ენდელაძე: 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში გამოვლინდა, 178 - თბილისში

12 ოქტ 202011:15
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის, თქმით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან მართვით სუნთქვაზე 50 პაციენტი იმყოფება.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი ცხინვალის რეგიონიდან.

"ამჟამად აქტიური შემთხვევა გახლავთ 5 734. ამ პაციენტებიდან დღეისათვის კრიტიკულად მძიმე, მართვით სუნთქვაზე, იმყოფება 50 პაციენტი. აქედან 31 პაციენტი გახლავთ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე, ანუ ინტუბირებულია. 29 გახლავთ სიპაპ რეჟიმზე.

კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, 8 გახლავთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, ერთი ცხინვალიდან არის გადმოყვანილი",-თქვა ენდელაძემ.

რაც შეეხება ახალი შემთხევების განაწილებას რეგიონების მიხედვით, როგორც ენდელაძემ განაცხადა, კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან, 196 - აჭარაში გამოვლინდა, 178 - თბილისში, 65 - იმერეთში, 13 - სამეგრელო-ზემოსვანეთში, 15 - ქვემო-ქართლში, 6 - შინდა-ქართლში, 1 - გურიაში, 4 - მცხეთა-მთიანეთში.

დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა - 6 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 211.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.


close დახურვა