logo
ENG



ენმ: გორში მოქალაქეები ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, აქცია "ოცნების" წევრებმა ჩაშალეს

11 თებ 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/11/gv3e2dcsgpt3sm1.jpg
qartli.ge

ენმ-ის ინფორმაციით, გუშინ გორში მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები ფასებისა და კომუნალური გადასახადების ზრდას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან აპროტესტებდნენ, რა დროსაც ქართული ოცნების წევრები და აქტივისტები მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ და აქციის ჩაშლა სცადეს.

ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისი აქციის ჩაშლაში მონაწილეების ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ორგანიზატორი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე და ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ.

ენმ-ის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი, ანა ბალიაშვილი, ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს ადამიანები საჯარო მოხელეები და მმართველი პარტიის წევრებთან დაახლოებული პირები არიან.

”ცოლ-ქმარი გენადი და იულია მთიულიშვილები ადგილობრივი რწმუნებულის ნათესავები არიან და ორივე მათგანი წყალკანალშია დასაქმებული. მედიკო მაჭარაშვილი ქართული ოცნების აგიტატორია გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, მისი და და სიძე და ორივე შვილი კი საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მუშაობენ.

რეზო კერესელიძე რამდენიმე წელია ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. ეთერ მელქონაშვილი კი გორის უნივერსიტეტის რექტორისა და საკრებულოს ერთ-ერთი წევრის, გიორგი სოსიაშვილის ნათესავია“ - აცხადებს გორის საკრებულოს წევრი ანა ბალიაშვილი.


close დახურვა