ნაციონალური მოძრაობა დღეს, 27 ოქტომბერს ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციას გამართავს.
აქცია სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" ზუგდიდის მერიის წინ საღამოს 9-ის ნახევარზე დაიწყება.
"მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და სრულაიდ სამეგრელოს, მიუხედავად ყველა სიძნელეების და ყველა უბედურებისა, რომელსაც ახლა ზუგდიდში ატრიალებს ქართული ოცნება, მოდით აქციაზე, მოდით და კიდევ ერთხელ ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ მშვიდად, წყნარად და მტკიცედ მივყვებით საქართველოს გამარჯვების გზას", - თქვა ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ.
27 ოქტომბერს, 17:00 საათზე აქციას აანონსებს ქართული ოცნებაც.
ფორმულა ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს ამბობდა, რომ ქართული ოცნება კონტრაქციას აორგანიზებდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები თავდაპირველად უარყოფდნენ.
ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.
ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 40-50 ლარს უხდის.