logo
ENG



ენმ მეუფე იაკობის განცხადებებზე:მოგიწოდებთ, დღესვე დაიწყოთ გამოძიება

29 ოქტ 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
uwd65bk4wddbprk.png

პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენალურ სხდომაზე მეუფე იაკობის ხმაურიან განცხადებებს გამოეხმაურნენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქმეზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ოპოზიციური პარტიის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა საქმეზე არ დაიწყებს გამოძიებას ეს იქნება დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს გამოძიების დაწყება და ამ შემთხვევაში იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.

„ამ პროცესში მონაწილეობს უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირი და ხელისუფლების განცხადება არის, რომ ეს არ საჭიროებს გამოძიებას. მოგიწოდებთ, დღესვე დაიწყოთ გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ რაც ითქვა, იყო სიმართლე. ამას შემდეგ გამოიძიებს სხვა ხელისუფლება და ამას მოჰყვება უმკაცრესი სასჯელი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც აპირებდა საეკლესიო გადატრიალების მოწყობას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 


close დახურვა