logo
ENG



ერგნეთში ქართული მხარისა და საოკუპაციო ძალების 6-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

30 ივლ 202020:51
3 წუთის საკითხავი
clock 249

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრა 6 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. 

შეხვედრაზე ძირითადი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, უკანონოდ გატაცებული და ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების დაბრუნებას ეხებოდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმს მათ უპირობო მოთხოვნა წაუყენეს, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ქართული მხარისთვის დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, თუმცა, მიიღო ინფორმაცია, რომ ფეხში დაჭრილ ზაზა გახელაძეს ოკუპირებულ ცხინვალში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. 


close დახურვა