logo
ENG



ერდოღანმა ქვეყნიდან ათი ელჩის გაძევება გადაიფიქრა

26 ოქტ 202114:54
3 წუთის საკითხავი
 
ერდოღანმა ქვეყნიდან ათი ელჩის გაძევება გადაიფიქრა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნიდან ათი ელჩის გაძევება გადაიფიქრა. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელჩებმა "უკან დაიხიეს" და მომავალში განცხადებების გაკეთების დროს უფრო ფრთხილად იქნებიან.

ერდოღანის გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და აშშ-ს საელჩოებმა ტვიტერზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებდნენ.

23 ოქტომბერს ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ დასავლეთის ქვეყნების ათი ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა მას შემდეგ, რაც მათ სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული უფლებადამცველის, ოსმან კავალუს გათავისუფლება მოითხოვეს.

ოსმან კავალა 2013 წელს თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მოწყობისთვის დააკავეს. ის ერთი წლის წინ გაათავისუფლეს, თუმცა მალევე დააკავეს და 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი.

კავალა გეზის პარკში მშენებლობების დაწყების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზების გამო იყო დაკავებული. საერთაშორისო საზოგადოებამ მისი გათავისუფლება არაერთხელ ითხოვა. თურქეთი ევროსასამართლომ დაავალდებულა, დაკავებული ბიზნესმენი რაც შეიძლება სწრაფად გაეთავისუფლებინათ, თუმცა საპასუხოდ მოსამართლემ მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.


close დახურვა