logo

ერევნის საფეხბურთო კლუბის 18 წლის ნახევარმცველი მთიან ყარაბაღში დაიღუპა 

clock 4 clock 585 clock 17 ოქტ 202021:06
9lgrdxd51ouz9me.jpg

ერევნის საფეხბურთო კლუბის, ლოკომოტივის, ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიანი ყარაბაღის ფრონტზე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელი ერიკ სარიანი არწახ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაეცა. კლუბი სარიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს", - წერია გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

27 სექტემბრიდან დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა 30 სოფელი აიღეს. 

14 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა 7-დან 5 ტერიტორიის დათმობა და ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად გამოცხადება მოსთხოვა. მისი თქმით, აზერბაიჯანს სამხედრო კონფლიქტში თურქეთი შეიარაღებით ეხმარება. 

მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს, მოსკოვში სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაირღვა. 

ორივე მხარე შეთანხმების დარღვევასა და კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა