საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.
ინფორმაცია ფორმულას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
"მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, სამხედრო მოსამსახურემ, მალხაზ მურთაზის ძე ბაბუციძემ (დაბ: 2007 წ.) ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115 მუხლის პირველი ნაწილით", - უთხრეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ფორმულას.
