logo
ENG



ერმაკი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდეს

20 ნოე 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/ihm5v9hhc6cxfry.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდეს.

ერმაკი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვლადიმირ გავრილოვს გამოეხმაურა. გავრილოვმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. ერმაკი კი მიიჩნევს, რომ ამის ალბათობა ნაკლებია.

"უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა სიზმარს უფრო ჰგავს. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა, უფრო რეალისტური ვიქნები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ერმაკის თქმით, უკრაინამ ხერსონისა და ხარკივის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ ომი გრძელდება.

"არ ვარ მზად, ზუსტი დღე და დრო დავასახელო, როდის გავიმარჯვებთ. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება... ყოველდღე, ყოველ წუთს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება პარტნიორებთან რაც შეიძლება მალე მოვიდეს", - განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად უარყოფითი პროგნოზებისა, რომლებიც რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში ჟღერდა, ახლა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში დარწმუნებულია.


close დახურვა