logo
ENG



ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - დოლარი უკვე 3 ლარი ღირს

16 მარ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

სებ-ის მონაცემებით, 1 დოლარი ხვალ, 3.0118 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.9494 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.3684 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.3145 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0263 ლარი შეადგინა.

ანალოგიური სიტუაციაა კერძო სავალუტო ჯიხურებშიც, სადაც დოლარის შეძენა დღეს 2.99 ლარად იყო შესაძლებელი.

სავალუტო ჯიხურები არ გამორიცხავენ, რომ ლარმა გაუფასურება გააგრძელოს. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება კორონავირუსს უკავშირდება.

"დღის განმავლობაში იყო ცვლილებები. არანაირი პროგნოზი არ გვაქვს რა მდგომაროება იქნება მომავალში. მივყვებით დინებას", - აცხადებენ ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში. 

ახალი გაცვლითი კურსის შესახებ ეროვნული ბანკი ინფორმაციას ხვალ 17:00 საათზე გაავრცელებს. 


close დახურვა