logo
ENG



გახარია ლარის გაუფასურებაზე: ეს არის რეაქცია პანდემიასთან დაკავშირებით

13 მარ 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველს პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას ეხმაურება. 

ეროვნული ვალუტის მკვეთრ ვარდნას მთავრობის მეთაური კორონავისუსის გავრცელებას და მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებას უკავშირებს. ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს ისევ დაუბრუნდება. 

"ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. ეს არის რეაქცია პანდემიასან დაკავშირებით. ეს არის რეაქცია, რომელიც ყველამ ერთად წყნარად და მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამაზე გვექნება საუბარი დღეს ეროვნულ ბანკთან და ბიზნესსექტორთანაც. ჩვენი ძირითადი მიზანი მათ შორის, ლარის კურსთან მიმართებაში, არის ეკონომიკის ზრდის სტიმულირება. დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 3.1 ლარია. 

 


close დახურვა