logo
ENG



ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

09 თებ 202313:32
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლებული ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე მუზეუმს კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა დააკისრა.

"ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე, ადამიანი, რომელმაც 52 წელი იმუშავა თითქმის ყველა საფეხურზე ეროვნულ მუზეუმში და სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი კომისიის მიერ, 15-წუთიანი "პროფესიული" გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან", - წერს გაბრიჩიძის შვილიშვილი, დიტო ხვიჩია Facebook-ზე.

ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე სასამართლოს სთხოვდა მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას.

ეროვნული მუზეუმიდან 2022 წელს თეა წულუკიანმა რეორგანიზაციის მოტივით 70-მდე ადამიანი გაათავისუფლა - უმეტესობამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი დინარა ვაჩნაძეა, რომელმაც აგვისტოში სასამართლო დავა მოიგო.


close დახურვა