logo
ENG



ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი: ოკუპანტებმა უკრაინიდან 10 ათასამდე ბავშვი გაიტაცეს

03 ნოე 202210:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/o0j85ng5y4sxtv2.jpg

უკრაინის "ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის" ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ, ოკუპანტებმა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს.

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, რუსებს ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ, შემდეგ კი არ აბრუნებენ. მათივე ცნობით, ისინი იტაცებენ არა მხოლოდ ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებსაც.

"ისინი გადაჰყავთ რუსეთში, "გამაჯანსაღებელ" ბავშვთა ბანაკებში და მშობლებს აღარ უბრუნებენ. კრემლი ამით ცდილობს, რომ აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები", - აცხადებენ ცენტრში.

ეროვნული ცენტრის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ადამიანები ვერ ახერხებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკუთარ სახლებში დაბრუნებას, რადგან რუსებმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს.


close დახურვა