ახალი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლს ჯანდაცვის სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა ტექნიკური საკითხების დაზუსტების აუცილებლობაზე საუბრობენ. კერძოდ, დოკუმენტი არ ითვლისწინებს, როგორ უნდა შემოწმდეს რამდენად სრულდება გზამკვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები. მათი შეფასებით, ასევე ბუნდოვანია, პროტოკოლით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ვადები და რიგითობა.
ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქართულ რეალობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების ბინაზე მკურნალობა გამართლებული არ არის.
"როგორ მივა ინფორმაცია იმ ადამიანებამდე, რომელთაც ეს უნდა შეასრულონ. ჩვენ შეიძლება გადავუგზავნოთ და ტრეინინგები ჩავატაროთ, მაგრამ ვერ ვხედავ უკუ მექანიზმს - როგორ შევამოწმებთ აკეთებენ თუ არა ?! მიმაჩნია, რომ სანამ ეს სკრინინგები შეძლებენ მიიღონ პაციენტები, მანამდე უნდა მიიღონ. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა დავუშვათ ბინაზე მკურნალობა",-აღნიშნავს ვატო სურგულაძე.
სერგო ჩიხლაძე კი დარწმუნებულია, რომ პროტოკოლში გათვალისწინებულია რაა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა გარეშე პროცესები სწორად ვერ წარიმართება.
"სამწუხაროდ ესაა მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი პროტოკოლი, რადგან პირველი არ არსბეობს სათანადო რაოდენობსი ტესტები ჩვენს ქვეყანაში, რათა ეს პროტოკოლი დააკმაყოფილოს. მეორე- არაა მითიტებული არც ვადები და არც რიგითობა, ანუ დეტალიზაცია აკლია ამ პროტოკოლს",-განმარტა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც კოვიდ19-ით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებსა და თავად პაციენტებს დაეკისრათ
ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის ექსპერტი